ადამ სმიტის თვალები და ’’უხილავი ხელი”
რის დანახვას ისურვებდით,ჩვენი ეკონომიკისათვის თვალის შევლება რომ გადავწყვიტოთ? თქვენი საწოლის ქვეშ შეიხედავთ,საკუჭნაოში თუ მაცივარში? ეკონომიკა ყველა ამ და მრავალ სხვა ადგილას შეგიძლიათ დაინახოთ.ყველა ნებაყოფლობითი გაცვლა,რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ როგორც მომხმარებლები,მომუშავეები,საწარმოთა მფლობელები,მეანაბრეები და მთავრობის ოფიციალური პირები-ეს ეკონომიკაა.ამიტომაც ის ყველგან არის.
რა თქმა უნდა, ამგვარი ეკონომიკა არავის გამოუგონია.იგი თავად გაჩნდა ადამიანთა შორის ვაჭრობის პროცესში.შემდგომში,როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლითი,იგივე საბაზრო ეკონომიკა განვითარდა,ადამიანები დაინტერესდნენ,როგორ მოქმედებდა იგი.ერთ-ერთი ასეთი დაინტერესებული ადამიანი ადამ სმიტი იყო.
ადამ სმიტს “თვალი უმახვილდება”:
1723 წელს შოტლანდიაში დაბადებული ადამ სმიტი გლაზგოს უნივერსიტეტში 14 წლის ასაკში შევიდა.დღეს ასეთ ახალგაზრდა ასაკში უნივერსიტეტსი სწავლის დაწყება ნაადრევად შეიძლება მოგვეჩვენოს,მაგრამ იმ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.უნივერსიტეტის 17 წლის ასაკში დამთავრების შემდეგ სმიტი ინგლისს გაემგზავრა და ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა,სადაც მან 6 წლის განმავლობაში,ძირითადად დამოუკიდებლად, ისწავლა.სწორედ ამ დროს დაიწყო სმიტმა ეკონომიკის შესახებ საკუთარი იდეების შემუშავება.
მაგრამ ადამ სმიტს სიტყვა ’’ეკონომიკა’’ ალბათ,არასოდეს უხმარია,ვინაიდან,თუმცაღა ამას ვერ აცნობიერებდა,იგი თავად ქმნიდა მეცნიერების ამ დარგს.მართლაც,როდესაც მან გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლება დაიწყო,იგი მორალის ფილოსოფიის პროფესორი იყო და არა ეკონომიკისა.წლების განმავლობაში სმიტი კითხულობდა,აკვირდებოდა,მოგზაურობდა და ავითარებდა თავის იდეებს,რომელთა შემუშავებაც მან ჯერ კიდევ ოქსფორდში დაიწყო.30-წლიანი კვლევის შედეგი კი იყო ახალი დისციპლინა და წიგნი,რომელიც აი, უკვე 200 წელზე მეტია ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე.
წიგნი:’’ხალხთა სიმდიდრე’’
ახალი დისციპლინა,რაღა თქმა უნდა,ეკონომიკა იყო,წიგნი კი ხალხთა სიმდიდრე”-გახლდათ.აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნების წელს,1776 წელს,გამოცემული ხალხთა სიმდიდრე გამოწვევა იყო სმიტის დროს დამკვიდრებული აზროვნების სტილის წინააღმდეგ.წიგნს საფუძვლად უდევს კითხვა,რომელზეც სმიტმა დიდხანს და დაძაბულად იფიქრა-როგორ ხდება,რომ ადამიანები,რომლებიც ნებაყოფლობითი გაცვლის დროს თავის საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ,ამავე დროს საზოგადოების მთავარი ინტერესების დაცვასაც უწყობენ ხელს?
სმიტმა იცოდა,რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის ხელგაშლილობასა და ქველმოქმედებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.ამ შემთხვევაში ადამიანები ხალისით უწილადებდნენ თავიანთ საკუთრებას სხვებს, რადგანაც პირადად იცნობდნენ მათ და უყვარდათ კიდეც ისინი.მაგრამ დიდი მასშტაბის ეკონომიკაში,როგორიც,მაგალითად, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაა,ჩვენ მრავალი ისეთი ადამიანების დახმარებასა და თანამშრომლობაზე ვართ დამოკიდებულნი,რომელთაც არც არასდროს შევხვედრილვართ და არც ვიცნობთ.მათგან თანამშრომლობისა და დახმარების მისაღებად,ამბობდა სმიტი,ჩვენ ვიყენებთ სისტემას,რომლის ფარგლებშიც ადამიანები გაცვლას აწარმოებენ ყოველივე იმის მოსაპოვებლად,რაც მათ სჭირდებათ.
’’თითოეული ამგვარი შეთავაზება ნიშნავს შემდეგს:მომეცი,რაც მჭირდება,და მოგცემ იმას,რაც შენ გჭირდება..ყასაბი,ლუდის მდუღებელი და ხაბაზი ჩვენი სადილისათვის საჭირო პროდუქტებს ქველმოქმედების გამო კი არა,არამედ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის გამო გვაძლევენ”
”უხილავი ხელი”:
სმიტი განმარტავდა,რომ წარმოების მიზანი მომხმარებელთა დაკმაყოფილებაა.ნებაყოფლობით გაცვლაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემაში,ამბობდა იგი,ადამიანები მომხმარებელთა ინტერესებს თავის პირად ინტერესებზე ზრუნვით ემსახურებიან.ისინი განსაზღვრავენ თავისთვის საუკეთესო სპეციალიზაციას და შრომობენ სხვადასხვა სამუშაო ადგილზე ან ფლობენ საწარმოებს,სადაც მათ მომხმარებელთათვის ყველაზე ფასეული პროდუქციის წარმოება შეუძლიათ.მთლიანი ”ეკონომიკური ნამცხვრის” წარმოებაში მაქსიმალური წვლილის შეტანით მათ დიდი შანსი ეძლევათ სანაცვლოდ ამ ნამცხვრის დიდი ნაჭერი მიიღონ.
მაგრამ გაცვლისას მიღებული მოგება ადამიანებს ახალი პროდუქციის წარმოების,ახალი საწარმოების შექმნისა და წარმოების ახალი გზების ძიებისკენაც უბიძგებს. ეკონომიკის ”უხილავი ხელით” მართულნი,ამბობდა სმიტი,ჩვენ ვზრდით ხალხის სიმდიდრეს ჩვენი პირადული ინტერესების,ნიჭისა და უნარის გამოყენებით ბაზარზე არსებულ მომხმარებელთა მომსახურებისთვის.ადამ სმიტს მახვილი თვალი ჰქონდა და ხედავდა,როგორ შეუძლია ნებაყოფლობით გაცვლას ადამიანების მოქმედების ორგანიზება და კოორდინირება.
თანამედროვე ეკონომისტები დღესაც ახდენენ ადამ სმიტის ციტირებას XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი larry samers(ლარი სამერსი) ამბობდა:”რომელია ის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი დასკვნა,რასთანაც დღეს ეკონომიკის კურსის შესწავლას მივყავართ? მე ვცდილობდი,ჩემი სტუდენტებისთვის ჩამეგონებინა აზრი,რომ უხილავი ხელი ფარულ ხელზე უფრო ძლიერია.კარგად ორგანიზებულ ძალისხმევათა პირობებში მოვლენები თავისი ბუნებრივი გზით ვითარდება ყოველგვარი დირექტივების,კონტროლისა და გეგმების გარეშე”
.jpg)